სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია დღესვე გაირკვევა,
რიგგარეშე სხდომის თარიღი, რომლის მოწვევა პრეზიდენტის დავალებით მოხდება.
კახეთში კი, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
დილიდან
ადგილზე იმყოფებიან სამთავრობო შტაბის წევრები, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებში ასევე, ჩართულები არიან მოხალისეთა
ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას დაზიანებული სახლების აღდგენაში ეხმარებიან.
ცნობილი
გახდა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის
კომპენსაციების
გაცემა მიმდინარე კვირიდან დაიწყება.
Internet.ge