კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, სასამართლოს
მიერ დაკისრებულ ჯარიმებს სრულად გადაიხდის.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ,
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ივანიშვილი ჯარიმების კანონიერებას არ აღიარებს, თუმცა
სტიქიის შედეგად დაზრალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ის ჯარიმებს სრულად
დაფარავს.
ფანჯიკიძის განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობას 10-ჯერ უფრო მეტი
ზარალი მიადგა, ვიდრე ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, რის გამოც კოალიციის
ლიდერმა, ჯარიმების გადახდა გადაწყვიტა.
„ივანიშვილმა უკვე გადაიხადა 10 მილიონი ლარი, დარჩენილ თანხას კი
სრულად დაფარავს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
კოალიცია ასევე, ზარალის დასადგენად მონიტორინგის დაწესებას ითხოვს.
Internet.ge