დღეს, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დევნილთა საჭიროებების შესწავლის შესახებ ახალი
პროგრამა წარადგინა.
იგი მიზანად ისახავს
სამინისტროსა და დევნილებს შორის არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, დევნილთა
არსებულ საჭიროებებზე კონკრეტული ინფორმაციის შეგროვებას, მონაცემთა აღრიცხვასა და
ბაზის განახლებას, ასევე, დევნილთა მონაწილეობას მათივე მონაცემთა ბაზის
სრულყოფაში.
მინისტრის ვარაუდით, ახალი
პროგრამა ხელს შეუწყობს სამინისტროს მიერ დევნილთა კონკრეტულ საჭიროებებზე
მორგებული და მიზნობრივი ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვას. ამასთანავე, შეგროვებული
ინფორმაცია უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობას გააუმჯობესებს.
პროექტი დევნილთა და
განსახლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალურ
მომსახურების სააგენტოც განახორციელებს.
Internet.ge