კოალიცია
„ქართულმა
ოცნებამ“,
5 აგვისტოს, ბათუმის მერიას, ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით
მიმართა. როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ ამ
შეთავაზებაზე უარი მიიღეს.
კოალიციის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ
მათ უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია.
ბათუმის
მერიამ კოალიციას შესთავაზა ანგისის სტადიონი, რაზეც
„ქართული ოცნება“ თანახმა არ არის.
„მერიის პასუხი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ კოალიციის მიმართვამდე ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე უკვე დაგეგმილი ექნებოდა 5 აგვისტოს კონკრეტული ღონისძიება. ასეთი ღონისძიების თაობაზე კოალიციისთვის მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი. კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც პოლიტიკური საქმიანობისათვის
ხელშეშლის
ცდას. 24 ივლისს, 10 საათზე კოალიციის წარმომადგენლები
შეხვდებიან
ბათუმის მერიის უფლება მოსილ პირს რობერტ ჩხაიძეს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge