GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ყოველწლიურ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
11:32 24.07.2012
დღის სიახლეები

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ყოველწლიურ მინისტერიალში მონაწილეობს.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დაწყებული დიალოგისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივების შესახებ. 

მინისტრმა ასევე, ისაუბრა ქვეყანაში არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობას. 

ბრიუსელში შეხვედრას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  შტეფან ფულე, ასევე, "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

შეხვედრაზე ასევე, დაგეგმილია ა.წ. 15 მაისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. „საგზაო რუქის“ მიღება, რომელშიც დეტალურადაა წარმოდგენილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათი შესრულების ღონისძიებები, ინდიკატორები და მოსალოდნელი შედეგები.  

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილმა არჩილ ჩოხელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა (VIDEO)1
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება2
უმრავლესობის წევრები გუნარდ ვიგანდის შეხვდნენ3
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა4
მწერალ ზაზა ბურჭულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X