„ქრისტიან-დემოკრატები“ დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გასამაგებას ითხოვენ
პარლამენტში, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის
მიერ შეთავაზებული კომპენსაციები არ არის საკმარისი.
ვეფხვაძის განმარტებით, მოსახლეობისათვის შეთავაზებული თანხები უნდა
გასამმაგდეს.
„ის თანხა, რომელსაც მთავრობა სთავაზობს კომპენსაციის სახით
მოსახლეობას, ვერ აანაზღაურებს იმის მეათედსაც კი, რა ზარალიც მიიღეს. ამიტომ, მე
ვფიქრობ, რომ ოჯახმა, რომელსაც სრულად გაუნადგურდა მოსავალი უნდა მიიღოს 10 000
ლარიანი კომპენსაცია და უნდა გავასამაგოთ ის თანხა, რაც დღეს გვაქვს
შემოთავაზებული. საჭიროა მოსახლეობამ
მეტნაკლებად შვება იგრძნოს“,- განაცხადა ვეფხვაძე.
Internet.ge