ჩახვაძე: აუცილებელია მოსახლეობისთვის შეთავაზებული კომპენსაციების რაოდენობა გაიზარდოს
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გურამ ჩახვაძის
განცხადებით, პარლამენტმა ბიუჯეტი აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა მისი შეფასებით,
კომპენასაციებისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისი არ არის.
ჩახვაძის განცხადებით, აუცილებელია სტიქიის დაზარალებული
მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხების რაოდენობა გაიზარდოს.
„აუცილებელია ვიფიქროთ ამ თანხის გაზრდაზე. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა
მივიღოთ, თუმცა მათ მიერ შეთავაზებული თანხები არ არის საკმარისი. ჩვენ ვთავაზობთ
მთავრობას, გამოვყოთ მომავალ ბიუჯეტშიც თანხები და აიღონ მათ ვალდებულება, რომ
მომავალშიც გააგრძლებენ მოსახლეობის დახმარებას“,- განაცხადა ჩახვაძემ.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, პარლამენტი 25 ივლისს დაამტკიცებს.
სტიქიის სალიკვიდიციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით,
ბიუჯეტიდან 162 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
Internet.ge