GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გამყრელიძემ ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
14:23 24.07.2012
დღის სიახლეები

დავით გამყრელიძემ დღეს, ახალციხეში "ახალი მემარჯვენეების" სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით ახალციხეში - მალხაზ გოგოლაძე,  ასპინძაში - გია ჭელიშვილი,  ბორჯომში - რომანოზ ახვლედიანი იყრიან კენჭს.

როგორც "ახალი მემარჯვენეების"  თავმჯდომარე აცხადებს, ამ რეგიონშიც მთავარ აქცენტს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებზე და საკუთარი გუნდის წევრებზე აკეთებენ.

"ჩვენი წარდგენილი კანდიდატებიდან პრაქტიკულად ყველა  ადგილობრივი კადრია და თითოეულ მათგანს საკუთარი რაიონების თვითმმართველობის ორგანოების  სხვადასხვა  სამსახურებში საქმიანობის დიდი  გამოცდილება აქვს", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მისი თქმით, "ახალი მემარჯვენეებისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური აქტივობა ამ რეგიონში.

 "ხელისუფლებას არჩევნებში ეს რეგიონი მხოლოდ "თავისად"  არ უნდა მიაჩნდეს და  უნდა იცოდეს, რომ აქ პოლიტიკური მონოპოლისტი ვერ იქნება. რეგიონის  მოსახლეობა თავისუფალი უნდა იყოს თავის არჩევნაში და "ახალი მემარჯვენეები" ვცდილობთ ჩვენი პოლიტიკური აქტივობით მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მივცეთ", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სანიკიძის 11 მოხსნა “სან ანტონიოსთან”1
დავით გამყრელიძემ ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა2
ბიძინა ივანიშვილი ყაზბეგში იმყოფებოდა3
ბაქრაძე: იმედია, კლინტონის საქართველოში სტუმრობა კარგად ჩაივლის4
WikiLeaks-ის ინფორმატორს „მტრისთვის დახმარების“ ბრალდებას არ მოუხსნიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X