ვანო მერაბიშვილმა გუბერნატორებს დაზარალებულთა რეგისტრაციისთვის 10 დღიანი ვადა მისცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონების გუბერნატორებსა და
გამგებლებს, სტიქიით დაზარალებუთა რეგისტრაციისთვის 10 დღიანი ვადა მისცა.
როგორც ვანო მერაბიშვილმა დღეს, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა,
აღნიშნულ ვადაში რეგისტრაცია უნდა დასრულდეს.
„ვადის მოაწურვის შემდეგ სიები უნდა გადავცეთ ჯანდაცვის სამინისტროს
და შემდეგ სამინისტრომ უნდა დაიწყოს კომპენსაციების დარიგება. ეს პროცესი ერთ კვიარში უნდა დასრულდეს. ასევე თუ ვინმეს პრობლემა შეექმნა
კრედიტების გადავადების საკითხზე, უნდა მიმართონ გამგებლებსა და რწმუნებულებს და
ჩვენ ამ პრობლემას მოვუგვარებთ“,- განაცხადა პრემიერმა.
მერაბიშვილის განცხადებით, ასევე, 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, იმ
სტუდენტთა რეგისტრაცია, ვინც სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან არიან და ვისაც
თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
„ჩვენ ადგილზე ვაგრძელებთ მუშაობას და ვისაც სჭირდება მხარში
ამოვუდგებით და დავეხმარებით“,- დასძინა პრემიერმა.
Internet.ge