პარლამენტი, სტიქიასთან დაკავშირებით დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, დღეს, დაამტკიცებს.
როგორც, პარლამენტის რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, პირველადი დახმარების შემდეგ, კახეთის გრძელვადიანი
რეაბილიტაცია დაიწყება.
„დიდია ზარალის მოცულობა, მნიშვნელოვანია
დასრლდეს ყველა ის სამუშაო, რაც ამჟამად მიმდინარეობს. აუცილებელია, მოხდეს სახლების აღდგენა-გადახურვა, ელექტროენარგიისა
და გაზის მიწოდება, სურსათით დახმარება. მთავორბისა და ხელისუფლების ამოცანაა,
მაქსიმალურად დავეხმაროთ ხალხს და ამიტომ დადგა აუცილებლობა ბიუჯეტში ცვლილებები
შეგვეტანა“,- განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც
ცნობილი გახდა, სტიქიის სალიკვიდიციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით, ბიუჯეტიდან 162 მილიონ
ლარამდე დაიხარჯება.
Internet.ge