„ნაციონალური
მოძრაობა"
ამერიკის
„საერთაშორისო
რესპუბლიკური
ინსტიტუტის“
IRI-ს კვლევებს საზოგადოებას დღეს წარუდგენს.
ამის
შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი
თქმით, სანამ ყველა პარტია არ გაეცნობა შედეგებს, მათ კვლევის გასაჯაროების უფლება არ აქვთ.
შეგახსენებთ,
რომ ამერიკის „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგების კვლევის შედეგები წარუდგინა.
"ქრისტიან-დემოკრატები" კვლევების კონკრეტულ შედეგებს არ ახმაურებენ,
თუმცა როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლევებში გამოკითხულთა
25%-ზე მეტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს.
Internet.ge