მოსკოვში აფხზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საზღვრებზე“ შექმნილი მდგომარეობა განიხილეს
რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროში მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და ჟენევის დისკუსიების
თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორის (ევროკავშირი), ანტი ტურუნენის (გაერო) და
პედრიგ მერფის (ეუთო) შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აფხაზეთისა და
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრებზე“ შექმნილი ვიტარება განიხილეს და აღნიშნეს, რომ
აუცილებელია ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო
ჯგუფის შეხვედრების აღდგენა გალის რაიონში - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსულმა მხარემ
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული ქართული რეზოლუცია
კავკასიაში შექმნილ რეალობას არ შეესაბამება და აფერხებს ჟენევის დისკუსიებზე
მუშაობას.
რეგიონში სტაბილურობისთვის
სერიოზულ გამოცდად რჩება საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო
არჩევნებიც. უკვე ახლა ეს პროცესი ამხელს „აგრესიული ზრახვების“ შესახებ ნააზრევს
მეზობლების მხრიდან - ნათქვამია სამინიტროს განცხადებაში.
Internet.ge