GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს დელეგაციამ მეხიკოში შეხვედრები გამართა
16:06 25.07.2012
დღის სიახლეები

მეხიკოში, ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის (ESCA) დანაშაულთან ბრძოლის კომპონენტის უსაფრთხოების ექსპერტთა მე-2 შეხვედრა გაიმართა.

საქართველო აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეულ იქნა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) მეგობარი ქვეყნის სტატუსით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია. დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მექსიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალხაზ მიქელაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გელა სეხნიაშვილი და შსს აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო საგნობრივ განხილვებში და წარადგინა საკუთარი შეთავაზება საქართველოს შსს აკადემიის ბაზაზე ცენტრალური ამერიკის პოლიციის სხვადასხვა რანგის ოფიცრების გადამზადების თაობაზე. ქართული მხარის შეთავაზება საბოლოო პროექტის სახეს მიიღებს ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სისტემის წევრ და მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციებისა და არსებული საჭიროებების დაზუსტების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის შეთავაზებას საექსპერტო თემატური შეხვედრების გამართვის თაობაზე ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის ზოგიერთი ქვეკომპონენტის ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული დუბლირება და მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიმართული სტრატეგიის თანამშრომლობაში ჩართული ქვეყნების რესურსები.

აღნიშნული შეხვედრის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა მექსიკის, ჰონდურასის, გვატემალის, ელ-სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკისა და დომინიკის რესპუბლიკის დელეგატებთან, რომლებთანაც განხილულ იქნა საქართველოს გამოცდილების გაზიარება უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების სფეროში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
15 წლის თამარ ზანთარიამ თავი ჩამოიხრჩო1
მარშანია: ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში2
ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა აღარ დაიწყება3
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის4
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X