რუსეთის საგარეო უწყება მსოფლიოში ადამიანის უფლებებზე მეორე მოხსენებას გამოაქვეყნებს
რუსეთის საგარეო უწყება
აპირებს მსოფლიოში ადამიანების უფლებების დაცვის საკითზე თავისი მეორე მოხსენება
გამოაქვეყნოს.
პირველი მოხსენება გასული
წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც მოსკოვმა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებსა
და საქართველოში ადამიანის უფლებებზე გაამახვილა ყურადღება.
რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტრომ მსგავსი ანგარიშების წერა აშშ-ის საპირწონედ დაიწყო. როგორც ცნობილია,
სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს მოხსენებას ტრადიციულად, უკვე წლების
განმავლობაში, ყოველწლიურად აქვეყნებს. მოსკოვი უმეტეს შემთხვევაში არ ეთანხმება
აშშ-ის დოკუმენტში რუსეთში არსებული სიტუაციის შეფასებას და ამიტომაც, გადაწყვიტა,
საკუთარი ანგარიშები შექმნას.
Internet.ge