ლევან ბეჟაშვილი კახეთის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელად
დაინიშნა, ამის შესახებ ქუთაისის მთავრობის სახლში პრეზიდენტთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.
„მე გთხოვე შეხვედრა ლევან, რადგან ძალიან ვაჟკაცური
საქციელი გამოავლინე, დატოვე მაღალი თანამდებობა იმიტომ, რომ გინდა დაეხმარო შენს მშობლიურ
კუთხეს - კახეთს. მე მინდოდა მეთხოვა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღე და რადგან
დიდი გამოცდილება გაქვს სახელმწიფო ხარჯების განკარგვის, ჩაუდგე სათავეში საკოორდინაციო
შტაბს, აღდგენით სამუშაოებს კახეთში და იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, “-
განუცხადა ლევან ბეჟაშვილს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ბეჟაშვილი რამოდენიმე დღის წინ კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა, რისი მიზეზიც მის მშობლიურ რეგიონში მომხდარი სტიქიური უბედურება გახდა, ახლა ის კახეთში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იქნება.
internet.ge