GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პოლისების დარიგებას განაგრძობენ
13:54 26.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ ბექაურების 6 სულიან ოჯახს ესტუმრა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახის მცირეწლოვან წევრებს, 4 წლის თამარსა და 3 წლის გიორგის, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები გადასცეს. პოლისები პენსიასთან ერთად ოჯახის კიდევ ორმა წევრმა მიიღო.

პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა ბექაურების ოჯახს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებისა და სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ოჯახის წევრებთან საუბრისას მერაბიშვილმა ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობასა და დაზღვეულთა წრის გაფართოების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება 15 ივლისიდან დაიწყო. 0-დან 5 წლის ბავშვების და საპენსიო ასაკის მოსახლეობის გარდა, 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევას სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებიც მიიღებენ. ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.

მოგვიანებით, მთავრობის ხელმძღვანელმა და ჯანდაცვის მინისტრმა, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის" კუთვნილი თეთრიწყაროს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს და კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალს შეხვდნენ. მედიკოსები ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებს და რეფორმის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. მედპერსონალთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი ექთნების ანაზღაურებითაც დაინტერესდა.

15 საწოლიანი კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. სამედიცინო ცენტრში 116 ადამიანია დასაქმებული. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. გახსნის შემდეგ თეთრიწყაროს სამედიცინო ცენტრში 2258 პაციენტი მიიღეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რიყეზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება1
"პრიზა", “არტი“, "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო გრუპი" პროკურატურას მიმართავენ2
პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი გალავნის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება3
პროკურატურა თვალთმაქცური გარიგებების ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს4
პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტს გადაუგზავნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X