GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაკაევი: პუტინს რუსეთი განგსტერული მიმართულებით მიჰყავს
11:13 06.04.2012
დღის სიახლეები

ჩეჩნეთის ექს-პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაეევის თანამებრძოლმა და მთავრობის წევრმა, ლონდონში დევნილობაში მყოფმა, ახმედ ზაკაევმა,  The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცნობა მასზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რაც ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა გამოააშაკარავეს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ზაკაევი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება დღემდე აქტიურად ცდილობს თავისი  საზღვარგარეთ მყოფი „მტრების“ ლიკვიდაციას.

ზაკაევი ამბობს, რომ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის აზრის მიუხედავად, - რომ ის შედის ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიერ შედგენილ „გასანადგურებელთა სიაში“, ის დიდ ბრიტანეთში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. როგორც ზაკაევი ამბობს, სკოტლენდ-იარდი მას 2006 წლიდან, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში იცავს.

გაზეთი The Guardian, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ახალ ინფორმაციას აქვეყნებს იმ ჩეჩენზე, რომელიც ბრიტანეთის სპეცსამსახურების თქმით, ზაკაევზე თავდასხმას აპირებდა. ის 45 წლისაა და 12 წლის განმავლობაში იყო ასლან მასხადოვის პირადი მცველი, შემდგომ კი მისი საპრეზიდენტო გვარდიის მეთაური. 1999 წელს მასხადოვმა ის დიდ ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და მასახდოვის ემისრის ფუნქციებს ასრულებდა.

2008 წელს E1 (ბრიტანეთის სპეცსამსახურები მის ვინაობას არ ასახელებენ და E1  უწოდებენ) ჩეჩნეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც, როგორც გაზეთი ვარაუდობს, ის კადიროვმა „დაავერბოვკა“, - იმ მიზნით, რომ ეს ადამიანი უფრო „ახლოს მისულიყო“ ბრიტანეთში მყოფ ზაკაევთან და ლიტვინენკოსთან და კადიროვისთვის ცნობილი ყოფილიყო ზაკაევის გადაადგილებების შესახებ.

თავის მხრივ, ზაკაევმა ინტერვიუში გაზეთს უთხრა:
„ბოლო 12 წელია პუტინს რუსეთი განგსტერული მიმართულებით მიჰყავდა. თავიდან მან ეს მეთოდები ჩეჩნეთში გამოიყენა, შემდეგ რუსეთში, ახლა კი საზღვარგარეთ ატარებს ექსპერიმენტებს. პუტინი ინგლისს არამეგობრულ ქვეყნად თვლის. ის მოხარული იქნება, თუ მოასწრებს მისი რეპუტაციის შელახვას, ვიდრე დღის წესრიგშია ოლიმპიური თამაშები“ - განაცხადა დევნილობაში მყოფმა ახმედ ზაკაევმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, თბილისთან დიალოგი შედგება1
ზურაბ ჭიაბერაშვილმა კავკასიის რეგიონში ერთადერთი PET-CT ტომოგრაფის კაბინეტი გახსნა2
მოპარული მანქანით მამაკაცმა შემზარავი ავარია მოახდინა3
კახეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება4
გიორგი ბარამიძე ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X