საქართველოში
ესტონეთის
რესპუბლიკის
საგანგებო
და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტოომას ლუკმა საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი
შეხვედრები
გამართა საგარეო საქმეთა მინისტთან, გრიგოლ ვაშაძესთან და მინისტრის მოადგილეებთან დავით ჯალაღანიასა და თორნიკე გორდაძესთან.
შეხვედრებზე
ხაზი გაესვა ქართულ-ესტონური ურთიერთობების ინტენსიურ დინამიკას და ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებით თბილ, მეგობრულ ურთიერთობებს.
ქართულმა
მხარემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩს საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. განსაკუთრებულად
აღინიშნა მისი დამსახურება
2008 წლის
რუსული აგრესიის დროს.
საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა ტოომას ლუკს წარმატება უსურვეს მის შემდგომ საქმიანობაში.
Internet.ge