კონტროლის
პალატასთან
დღეს,
18:00 საათზე,
"თავისუფალი
საქართველოს"
საპროტესტო
აქცია გაიმართება.
აქციას
"ტრადიციონალისტთა
კავშირი"
და "თეთრები" შეუერთდებიან.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელისუფლების ხელში ოპოზიციის დასჯის იარაღად გადაიქცა.
"თავისუფალი საქართველოს" შემომწირველები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 300 000 ლარით დააჯარიმა, რაც პარტიის
საარჩევნო
კამპანიის
2 თვის ბიუჯეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რეპრესიები მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის რეალურ ოპოზიციას ეხება, ხოლო ე.წ. "კონსტრუქციულად"
განწყობილი
ფსევდოოპოზიციური
პარტიების
შემოსავლებით
მოგელაძის
უწყება არ ინტერესდება. არსებულ პირობებში სრულიად შეუძლებელი ხდება ოპოზიციის დაფინანსება და შესაბამისად, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება“,-
ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"თავისუფალმა საქართველომ", "ტრადიციონალისტებმა" და "თეთრებმა" საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მოწოდებით სხვა პარტიებსაც მიმართეს.
internet.ge