GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ევროკომისია საბერძნეთს შედეგებს სთხოვს
14:32 27.07.2012
დღის სიახლეები

ევროკომისიის მეთაური ჟოზე მანუელ ბაროზუ საბერძნეთისგან შედეგებს ითხოვს. ამის შესახებ მან ათენში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ანტონის სამარასს შეხვდა. ბაროზუს თქმით, ათენს მომავალშიც შეუძლია საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, თუკი პირნათლად შეასრულებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

„საკვანძო სიტყვა არის შედეგი, შედეგი და კიდევ ერთხელ - შედეგი. გადავადება უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანია ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შენარჩუნება. სიტყვები საკმარისი არ არის, მოქმედება უფრო მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ევროკომისიის მეთაურმა ათენში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე კვირაში საბერძნეთს ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ეწვივნენ. მათ ათენის მიერ ანტიკრიზისული გეგმის შესრულების შესახებ უნდა მოამზადონ მოხსენება. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საბერძნეთს მეორე ტრანშს გამოუყოფენ 31,5 მილიარდი ევროს ოდენობით.

საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტის ფონზე ათენში საპროტესტო აქციები გაიზარდა. მოსახლეობა ხელფასების მკვეთრი შემცირების წინააღმდეგ გამოდის და ამაში საერთაშორისო კრედიტორებს ადანაშაულებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 22,5%-ს მიაღწია.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პედოფილმა შინაპატიმრობისას 1000 ლეკვი აწამა1
ეროვნული არქივი: მე-19 საუკუნის ქართულ პრესაში რეკლამას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა2
ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს ასახელებს3
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "ქართული ოცნების" სარჩელი არ დააკმაყოფილა4
სტუდენტებმა აქციების გაგრძელებაზე უარი თქვეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X