„ახალი მემარჯვენეებმა“ კარდაკარის შესახებ,
სპეციალური განცხადება გააკეთეს. პარტიის ერთ-ერთი
ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით,
ის კითხვარი, რომლითაც კარდაკარი ტარდება მთელი საქართველოს
მასშტაბით ორ საკმაოდ საჩოთირო
და მძიმე მუხლს მოიცავს.
მისი თქმით, როდესაც "ნაციონალური
მოძრაობა“ ახალი პრემიერ–მინისტრის
მიერ გაცხადებულ ინიციატივას 1000–ლარიანი ვაუჩერის დარიგების
თაობაზე მოსახლეობას სთავაზობს როგორც პარტიულ ინიციატივას,
ეს არის საბიუჯეტო სახსრებით
ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. „ახალი მემარჯვენეების“ შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა“
ამ კითხვარით მომავალ პარლამენტში მისთვის
სასურველი პოლიტიკური განლაგების ღია პროპაგანდას ეწევა.
„ამგვარი ფორმულირება მოიცავს
ქვეტექსტს, რომ არჩევნების ბედი
უკვე გადაწყვეტილია, რომ
სხვა პოლიტიკური ძალა ვერ შევა
პარლამენტში და ეს გადაწყვეტილად
ასე უნდა მიიღოს ქართულმა
საზოგადოებამ. გვინდა ვუთხრათ „ნაციონალურ
მოძრაობას“ – მიუხედავად დიდი მონდომებისა და
მცდელობისა ვერც დღემდე მოახერხა
ვინმემ და ვერც დღეს
მოახერხებს ქართულ
პოლიტიკაში ყველაზე
არაკონიუქტურული, თანმიმდევრული, პრინციპული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური
ძალის – „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური ველიდან
განდევნას. ჩვენ არ
ვაპირებთ შევეგუოთ ხელისუფლების კაბინეტებში დაწერილ
სცენარს. როგორი წინასაარჩევნო კომბინაციებიც უნდა შექმნან,
როგორი გამიზნული ტელეპროპაგანდაც უნდა
მიაშველონ ამ განზრახვის სისრულეში
მოყვანას, ისინი ვერ მოახერხებენ
"ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას,
რადგან საბოლოო სცენარს ქართველი
ხალხი წერს“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
internet.ge