GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
1 სექტემბრიდან რაიონულ საავადმყოფოებში ექთნები მომატებულ ხელფასებს აიღებენ
18:15 27.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო სექტორის, ასევე, რაიონული საავადმყოფოების მმართველი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, იზრდება თუ არა საქართველოს სხვადასხვა რაიონში ახლადგახსნილ საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი, ამ საავადმყოფოებში პაციენტთა მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდის პარალელურად.

შეხვედრის შემდეგ, რაიონული საავადმყოფოების მმართველი კომპანიების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ რაიონულ საავადმყოფოებში ექთნის ხელზე ასაღები მინიმალური ხელფასი 200 ლარი იქნება. იმ ექთნებს, რომლებიც მანამდე ხელზე 200-დან 350 ლარამდე იღებდნენ, ხელფასი 20%-ით, ხოლო ვინც 350-დან 500 ლარამდე იღებდა, ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. კომპანიების ხელმძღვანელებმა ასევე განაცხადეს, რომ 2012 წლის 1 აგვისტოდან მათ ჰოსპიტალურ ქსელში მომუშავე მთელი სამედიცინო პერსონალი დაზღვეული იქნება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება რათა ხელფასების ზრდა შეეხოთ როგორც ექიმებს, ასევე უმცროს სამედიცინო პერსონალს, მათ შორის, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში არ შედიან.

დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ დაზღვეულია 900 ათასზე მეტი მოქალაქე - სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, მასწავლებლები, დევნილები, პოლიციელები და ჯარისკაცები. ასევე 500 ათასი ადამიანი კერძო დაზღვევით სარგებლობს.

2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით აზღვევს ყველა ასაკით პენსიონერს, 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, ყველა სტუდენტს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს - ჯამში დაახლოებით მილიონ ადამიანს. შედეგად, 1 სექტემბრიდან დაზღვეულთა საერთო რაოდენობა 2.4 მილიონი მოქალაქე იქნება, რის გამოც მოსალოდნელია სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის კიდევ უფრო მეტი ზრდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიები: "ალდაგი-BCI", "ალფა", "არქიმედეს გლობალ ჯორჯია", "ჯი პი აი ჰოლდინგი", "აი სი ჯგუფი" და "ირაო", ასევე მათ მფლობელობაში არსებული რაიონული საავადმყოფოების მმართველი კომპანიები: "არქიმედეს კლინიკა", "მედ ალფა", "მედიქალ პარკი საქართველო", "ჩემი ოჯახის კლინიკა" და "ჯეო ჰოსპიტალსი".

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დღეს საპროტესტო მსვლელობები მოეწყობა1
პრეზიდენტმა ქართველ გულშემატკივრებს „გორის დილას“ გამარჯვება მიულოცა2
საერთაშორისო მისიების წამომდგენლები არჩევნებში მონაწილე მხარეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ3
მყვინთავებმა 2000 წლის წინანდელი გემი აღმოაჩინეს (VIDEO)4
ვლადიმერ ბედუკაძე ინტერპოლით იძებნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X