აღსრულების ეროვნული ბიურო „ოცნებაში" შემავალი 6 პარტიისთვის იძულებითი აღსრულების საკითხზე მუშაობს
აღსრულების ეროვნული ბიურო კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი 6 პარტიისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემდეგ აღნიშნული პარტიების მიმართ იძულებითი აღსრულების
საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიუროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა
ბესიკ ლილუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პარტიების მიმართ საქმის
წარმოება ჯერ არ დასრულებულა.
"ქართული ოცნების" ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, კი აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარტიების ანგარიშები და ქონება არ დაუყადაღდება.
მისი თქმით, აღსრულების პროცედურები დაახლოებით ორი კვირის წინ უნდა დაწყებულიყო.
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე
მიიღო. მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით, აღნიშნული პარტიები 2 383 097
ლარით დაჯარიმდნენ. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
internet.ge