"ქართულმა ოცნებამ" „Summer Job“ -ში მონაწილე სტუდენტების მიერ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მოწონება გააპროტესტა
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახლგაზრდულმა ორგანიზაციამ თბილისის ივანე
ჯავახიშვილის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია „მიშას
ლაიქები“ გამართა.
ახალგაზრდების მტკიცებით,
საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს პრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის ფეისბუქის გვერდის მოწონებას აიძულებენ.
მდუმარე აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, Summer Job-ში მონაწილე
სტუდენტები კუთვნილ გასამჯელოს მას შემდეგ მიიღებენ რაც პრეზიდენტის ოფიციალურ
გვერდს „დაალაიქებენ“.
Internet.ge