დავით ბაქრაძე საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს არ ადასტურებს
ამერიკისა და
საქართველოს პრეზიდენტების, სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, რუსული
სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე, დავით
ბაქრაძე არ ადასტურებს.
როგორც ჟურნალისტებს
ბაქრაძემ განუცხადა, მისი ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის, ასეთი საუბარი არ
შემდგარა და ამის თაობაზე, დამატებით განმარტებას პრეზიდენტის პრესსამსახური
გააკეთებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი
დეტალია, რომ ეს არ არის "სიენენ"–ის ინფორმაცია, არამედ ეს არის "სიენენ აი
რეპორტის" ინფორმაცია, რომელიც ღია ინფორმაციული ბლოკია, სადაც ნებიესმიერ
ადამიანს, თვითმხილველს შეუძლია ნებისმიერი რამ დაწეროს.
შეგახსენებთ, რომ CNN iReport-ზე ინფორმაცია გაჩნდა, 4 აპრილს, 22:46 საათზე თითქოს, ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც, პუბლიკაციის ავტორის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ავტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის საიმედო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეპირდა ობამას კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
Internet.ge