GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძე: საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს
13:41 06.04.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვანია საქართველოს ფართო და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ, გაერო–ში  აფრიკის სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოში მხარდამჭერების მოძებნას ცდილობს, რათა ქვეყნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ უბიძგოს.

სპიკერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, მისი პოლიტიკის შესახებ, მსოფლიოს ყველა წერტილში ქვეყნებს მკაფიო ინფორმაცია ჰქონდეთ.

„ასევე, მნიშვნელოვანია, იცოდნენ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო  საერთაშორისო მიმართულებით. დღეს რამდენიმე სახელმწიფოს ელჩს საშუალება ეძლევა, საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაერო–ში საქართველოს პოლიტიკური აქტივობების მხარდასაჭერად. გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე, ყოველწლიურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია გაგვაქვს. ორი წლის განმავლობაში, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ რეზოლუციების განმტკიცება მოვახერხეთ. აფრიკის რეგიონთან ურთიერთობების გააქტიურება, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად შედის“, – დასძინა ბაქრაძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ოჩამჩირის პორტში „ფსბ“-ს საყარაულო კატერი შევიდა1
თადუმაძე არ აკონკრეტებს ივანიშვილის რა ქონებას ემუქრება დაყადაღება2
„ქართული ოცნების“ ლიდერები სენაკის მოსახლეობას შეხვდნენ3
ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილების უსაფრთხო გადაადგილების საკითხს დააყენებს4
დავით ბაქრაძე: საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X