უკრაინის ექს-პრემიერი,
რომელიც ქალთა კოლონიაში 7-წლიან სასჯელს იხდის, საპარლამენტო არჩევნებზე
გაერთიანებული ოპოზიციის სიის პირველი ნომერი იქნება. ეს გადაწყვეტილება
„ბატკივშინა“-ს („სამშობლო“) ლიდერებმა წინასაარჩევნო ყრილობისას ერთხმად მიიღეს.
მიუხედავად ამისა,
არჩევნებში მონაწილეობას ტიმოშენკო ვერ შეძლებს. უკრაინული კანონმდებლობა კრძალავს
იმ ადამიანის კენჭისყრას არჩევნებში, რომელსაც მოუხდელი სასჯელი აკისრია.
პარტიის მეხუთე ნომრად
ტიმოშენკოს მთავრობის შს მინისტრი იური ლუცენკო დასახელდა, რომელსაც 4-წლიანი
სასჯელი აქვს დაკისრებული ქონების კონფისკაციასთან ერთად, სახელმწიფო ხარჯების
გაფლანგვის მუხლით. ამჟამად მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და
ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს მოწამვლის მცდელობის ბრალდებითაც ასამართლებენ.
უმაღლესი რადის
არჩევნები უკრაინაში 28 ოქტომბერს ჩატარდება.
Internet.ge