GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლავროვის სამინისტროს ცეცხლწაკიდებული „ფაერები“ ესროლეს
13:43 06.04.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ნაციონალისტური მოძრაობა „დრუგაია როსიას“ წევრებმა (მოძრაობის ლიდერია ედუარდ ლიმონოვი) აქცია ჩაატარეს. მათ სამინისტროს შენობასთან ე.წ. ფაერები დაწვეს და ულიანოვსკში, ნატო-ს სატრანზიტო პუნქტის გახსნის, ასევე  „რუსული ტერიტორიების ჩაბარების“ წინააღმდეგ გამოვიდნენ.

„უახლოეს მომავალში ულიანოვსკთან, რუსულ მიწაზე ნატო-ს პირველი სამხედრო ბაზა განთავსდება. დიდი და პატარა ჩინოვნიკები უკვე ითვლიან ნატო-ს სამხედრო ტვირთების ტრანზიტიდან მიღებულ სარგებელს“ - წერია მიმართვაში, რომელიც მოძრაობამ გაავრცელა.

„პუტინი სამშობლოთი ვაჭრობს“ - ასეთი იყო ნაციონალისტების ლოზუნგი.
„ამ დღეებში ფედერაციის საბჭომ ჩუმად მოახდინა „მედვედევ-სტოლტენბერგის პაქტის“ რატიფიკაცია, რომლის თანახმადაც ნავთობით, გაზითა და თევზით მდიდარი ბარენცის ზღვის აკვატორიის დაახლოებით 90 ათასი კვადრატული კილომეტრი ნორვეგიას გადაეცემა. 2008 წელს რუსეთმა ჩინეთს გადასცა კუნძულები ტარაბაროვი და დიდი უსურიისკი მდინარე ამურზე. უფრო ადრე კი ლიკვიდირებულ იქნა რუსეთის სამხედრო ბაზები კამრანსა და ლურდესში, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი გადაეცა აზერბაიჯანს, ნატო-ს ჯარები კი დაშვებულნი არიან შუა აზიამდე. ახლა კი ლავროვი კურილის კუნძულების საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტაზე ალაპარაკდა“ - აცხადებენ „დრუგაია როსიას“ წევრები. მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს „სამშობლოთი ვაჭრობის სამინისტრო “ უწოდეს.

აქცია „ნაციის დღესთან“ დაკავშირებით ჩატარდა. ამ დღის დაწესების ინიციატორი ედუარდ ლიმონოვია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ულიანოვსკში ნატო-ს სატრანზიტო პუნქტი უნდა გაიხსნას, თებერვალში გახდა ცნობილი. რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა განმარტეს, რომ ულიანოვსკში ამოქმედდება „მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მხოლოდდამხოლოდ სამოქალაქო ობიექტები“, ნატო-ს პერსონალი კი ამ ტერიტორიაზე წარმოდგენილი არ იქნება.

ანალოგიური აქცია ნაციონალისტებმა 2008 წელსაც ჩაატარეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თუმცა, არა იმის გამო, რომ იმ პერიოდში თავად რუსეთი სხვა ქვეყანას  ართმევდა ტერიტორიებს. ნაციონალ-ბოლშევიკებს ბალტიის ქვეყნებში „რუსულენოვანი უმცირესობის უფლებების შელახვა“ აწუხებდათ. მაშინ მათი ლოზუნგი ასეთი იყო „რუსეთი ყველაფერია, დანარჩენი კი - არარაობა!“

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სპირიტული სეანსის შემდეგ სტუდენტი ფანჯრიდან გადახტა1
მაშველები მიწის ქვეშ მოყოლილ ადამიანს ეძებენ2
"ქართული სიტყვის" ჟურნალისტს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა3
მძღოლს საბურავებში გვამი შეუგდეს4
„დილა“ – „მარიტიმუ“ (20.00)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X