„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის თინა
ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლება, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს.
ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს, თელავში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს ხალხს
მხოლოდ სიმბოლური კომპენსაციები გადასცეს, მაშინ როდესაც ბიუჯეტში დაუგეგმავად 80
მილიონი ლარი გაჩნდა.
„ბიუჯეტში გაჩნდა დაუგეგმავი 80 მილიონი ლარი, რაც
ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი სრულად
აანაზღაურონ“,- განაცხადა ხიდაშელმა.
Internet.ge