პუბლიცისტი გიგა ლიპარტელიანი ბიძინა ივანიშვილს კანონიერი ქურდის მკვლელობაში ადანაშაულებს
„სიმართლე,
რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს“- ამ
სათაურით გამოსცა სკანდალური წიგნი პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა გიგა ლიპარტელიანმა.
როგორც პუბლიცისტმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, 160 გვერდიანი წიგნი სახავს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის
შავ-ბნელ საქმეებს.
ამასთან, ლიპარტელიანის თქმით, წიგნში
ფაქტებით არის დასაბუთებული ბრალდება, რომ ივანიშვილი რუსეთში “საბჭოთა
კავშირის რეცეპტითაა დამზადებული”.
სააგენტოსთან საუბარში ლიპარტელიანმა
ივანიშვილი ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
„1994 წელს ქართველი კანონიერი ქურდის ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და მის
ბიზნესებთან რუსეთის ფედერაციაში. როცა კანინიერი ქურდი მოკლეს, ბიძინა ივანიშვილი ორი წლით იკარგება და
უფრო მეტი კაპიტალით შემოდის რუსულ ბაზარზე. რაც ბადებს ძალიან დიდ ეჭვებს“,-
განაცხადა წიგნის ავტორმა.
ამასთან, პუბლიცისტი ივანიშვილს რუსეთთან
კავშირში ადანაშაულებს და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი კანონის შემოღებას
სთხოვს, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფულით მართული ძალები ხელისუფლებაში მოსვლას
ვერ შეძლებენ.
„პარლამენტმა
უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებას რუსეთიდან მიიღებენ, საქმიანობა საერთოდ აეკრძალოთ,“ - ამბობს
ლიპარტელიანი.
Internet.ge