კახი კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე
აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოდან მიღებული წერილის თანახმად, რადგან კახი კალაძე ბრალდებული არ არის, ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.
თადუმაძის თქმით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო 48 საათში განეხილა, ან არ მიეღო საჩივარი, ან არ დაეკმაყოფილებინა და ძალაში დაეტოვებინა საქალაქოს გადაწყვეტილება, ან მოეხსნა ყადაღა.
„მივიღე
პირველი ინსტანციის სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლის წერილი, რომლის მიხედვითაც, რადგან კახი კალაძე ბრალდებული არ არის, ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება“,-
აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, წერილს კანცელარიის თანამშრომელი ვინმე ნიკოლოზ მარგველაშვილი აწერს ხელს.
კალაძის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მარგველაშვილის ქმედება უფლებამოსილების გადამეტებაა.
„კანცელარიის თანამშრომელს არ აქვს უფლებამოსილება
საჩივრები განიხილოს და რაიმე სახის გადაწყვეტილებები მიიღოს“,- აცხადებს თადუმაძე.
კოალიციის ერთ-ერთი წევრის კახი კალაძეს ანგარიშებს ყადაღა 26 ივლისს დაედო. აღნიშნული გადაწყვეტილება 27 ივლისს
თადუმაძემ საპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძეს, საქართველოს
ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაუყადაღეს. ანგარიშების დაყადაღების ოფიციალური
მიზეზად, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია სახელდება.
Internet.ge