კოალიცია „ქართული ოცნების“
ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, საარლამენტო არჩევნებამდე სამეგრელოში,
კერძოდ, ზუგდიდის რაიონში დარჩება. აღნიშნილი ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
„თავისუფალი დემოკრატების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ვაკო
ავალიანმა დაუდასტურა.
ავალიანი ამბობს, რომ ალასანიას სამეგრელოში გადასახლება რეგიონში
მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ წინასაარჩევნოდ ახალაიების კლანი ვერ
მოისვენებს, ამიტომ ბატონმა ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ მოვლენები ადგილზე შეაფასოს.
თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ პარტიის ლიდერი ადრეც ხშირად სტუმრობდა
სამეგრელოს“,- განაცხადა ავალიანმა.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე ხომ არ აპირებს ირაკლი ალასანია
სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობას ავალიანი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი
არასდროს განიხილებოდა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში უკანონო
ბანდფორმირებები იქმნება. „ქართული ოცნების“ წევრი სამეგრელოში სირიის მოვლენებსაც
წინასწარმეტყველებს.
ალასანიას სკანდალური განცხადების
შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, საქართველოში ბანდფორმირებების არსებობის
შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე უკანონო
ბანდფორმირებები იქმნება და ამაზე ქართველი ოპოზიციონერებიც საუბრობენ.
Internet.ge