ვანო მერაბიშვილმა შუბითიძეების ოჯახს 1000 ლარიანი ვაუჩერის მოხმარების წესი გააცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსთავში მცხოვრებ შუბითიძეების ოჯახს ესტუმრა.
პრემიერ-მინისტრმა ოჯახის წევრებს თავად გააცნო 1000 ლარიანი ვაუჩერის მოხმარების წესი, რომელიც ახალი სამთავრობო 4 წლიანი პროგრამის, "მეტი სარგებელი ხალხს", ფარგლებში 2013 წლის 1-ელი იანვრიდან თითოეულ ოჯახს გადაეცემა.
მერაბიშვილის
განცხადებით, ვაუჩერი, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება, ყველა მოქალაქეს შეეძლება
სურვილისამებრ გამოიყენოს. მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია
სოფლის მეურნეობის განვითარება და ქართული პროდუქტის უცხოეთში გატანა.
internet.ge