GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობას ოპოზიციის ნაწილი დადებითად აფასებს
14:28 31.07.2012
დღის სიახლეები

სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობას ოპოზიციის ნაწილი დადებით შეფასებას აძლევს.

ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის სიები ტოტალურ გაყალბებას შეუშლის ხელს.

როგორც „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველების რეგისტრირება და მათი ხმების გამოყენება შეუძლებელი იქნება.

‘’ქდმ"-ს კი სიებთან დაკავშირებით სკეპტიკური და ოპტიუმისტური შეხედულება გაუჩნდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით. პოზიტიურია ის ფაქტი რომ სიების დაზუსტების პროცესი შედგა. 

"სიები გადამოწმებულია, ვიცით კონკრეტული რიცხვები, მაგრამ ეს ეს რიცხვები დამაფიქრებელია, რადგან სამი მილიონი ამომრჩევლიდან 2 მილიონზე მეტი ადამიანი ვიცით ზუსთად სად ცხოვრობს და იდენტიფიცირებულია. დანარჩენის ზუსტი მისამართი და არსებიობა გაურკვეველია. სწორედ  ამ რიცხვების უკან კონკრეტული ადამიანები თავისი ზრახვებით დგას“,- აცხადებს ვეფხვაძე. 

საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობით "ახალი მემარჯვენეები" კმაყოფილები არიან. როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, პრაქტიკულად, სიების პრობლემა გადაწყვეტილია.

„ახლა უნდა მივხედოთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, გაყალბების მცდელობების აღკვეთა. ეს პრობლემები ისევე უნდა იყოს დაძლეული, როგორც სიების პრობლემა", - განმარტა დავით გამყრელიძემ.

სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით კი სიები სრული სახით 15 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი.

მისი თქმით, საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით სულ 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა.

„ალტერნატიული კარდაკარის ორგანიზატორებს ჩვენთვის არ მოუმართავთ და არც ერთი უზუსტობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. შემოწმებისას კი, 25 949 ამომრჩეველი გარდაცვლილი აღმოჩნდა, საზღვარგარეთ  291 871 ამომრჩეველი იმყოფება, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან“,- განაცხადა კაციტაძემ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“ქართული ოცნების” რუსთავის ოფისში ათეულობით მიკროავტობუსია მობილიზებული1
სამხედრო აღლუმზე საქართველოს ჰიმნს ანა ხანჩალიანი შეასრულებს2
ფოტორეპორტაჟი: პრეზიდენტი აჭარაში3
სანტა კლაუსმა მაღაზია დააყაჩაღა4
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამოირთვება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X