გუნცაძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას არ ენდობა
"ამომრჩეველთა ლიგა" ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას "ხელისუფლებისა და მისი სატელიტი პარტიების მორიგი ფარსის მოწყობაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ
„ამომრჩეველთა ლიგა“ მის მიერ ჩატარებულ „კარდაკარის“ მეთოდის შედეგებს ხვალ
წარადგენს.
„კომისისიამ დეტალური ინფორმაცია უნდა
მიაწოდოს საზოგადოებას თუ რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, აქედან რამდენია საზღვარგარეთ წასული. რამდენი ამომრჩეველია დაუდგენელი და ვინ სად არის მიწერილი. თუ ეს
კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება, მაშინ ცხადი გახდება, რომ ხელისუფლება არჩევნების
გაყალბებისთვის ემზადება“,- განაცხადა გუნცაძემ.
internet.ge