GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
‘’მემარჯვენეების" განცხადებით რუსთაველების მთავარი პრობლემა უმუშევრობაა
17:36 31.07.2012
დღის სიახლეები

დღეს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ და რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატმა ნარგიზ ტაბატაძემ რუსთაველ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, რუსთაველები ‘’მემარჯვენეებს" იმ პრობლემებზე ესაუბრნენ, რაც ყოფილი ინდუსტრიული ქალაქის მცხოვრებლებს განსაკუთრებით აწუხებთ.

„მათი მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა და კიდევ ერთხელ უმუშევრობა. ხალხი გატანჯულია უშემოსავლობით. მათ ძალიან აღიზიანებთ ყოველი არჩევნების წინ ხელისუფლებისგან წამოწყებული ე.წ. დასაქმების კამპანია, რასაც რეალური შედეგი არასდროს მოჰყოლია,“ – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

მაჟორიტარობის კანდიდატის ნარგიზ ტაბატაძის განცხადებით რუსთავის ამ ნაწილის მცხოვრებლებს განსაკუთრებით აწუხებთ ყოველი ძლიერი წვიმის შემდგომ იალღუჯის მთიდან ჩამონადენი წყლით მთელი ტერიტორიის დატბორვა.

„განსაკუთრებული პრობლემა ექმნება თოდრიასა და შარტავას მოედნებს და გზატკეცილის ქვედა მიკრორაიონებს, სადაც გარდა გზებისა და საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები და სავაჭრო ობიექტებიც სისტემატიურად იტბორება, მაგრამ დღემდე ადგილობრივ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად და სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად არაფერი გაკეთებულა,“ – განუცხადა მედიას ნარგიზ ტაბატაძემ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
‘’მემარჯვენეების" განცხადებით რუსთაველების მთავარი პრობლემა უმუშევრობაა1
კირილენკო შესაძლოა შენგელიას თანაგუნდელი გახდეს2
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „მაგნიტსკის რეზოლუცია“ მიიღო3
გიორგი თარგამაძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცა4
ახვლედიანი: ომბუდსმენის ანგარიშზე პასუხისმგებლობა უმრავლესობას ეკისრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X