მიხეილ მაჭავარიანი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო ქცევის დეკლარაციაზე შეერთებისკენ მოუწოდებს
„ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის”
გენერალური
მდივანი მიხეილ მაჭავარიანი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პარტიების წინასაარჩევნო ქცევის დეკლარაციის შეერთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
როგორც
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
მაჭავარიანმა
განაცხადა, თუ ‘’ოცნება" არ
შეუერთდება დეკლარაციას, გაჩნდება მოსაზრება, რომ მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურენტუნარიან
და სამართლიან არჩევნებში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო ქცევის წესებთან დაკავშირებით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სპეციალური სარეკლამო რგოლი შექმნა.
„ჩვენ მიერ წარმოდგენილი რეკლამით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შემოუერთდეს ერთობლივ დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს ყოველგვარი წინაპირობების, შესწორებებისა და დამატებების გარეშე“,-
განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" მნიშვნელოვანია ქვეყანაში
თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება, რა მიზნითაც პარტიამ
არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, შეიმუშავა საქართველოს
პოლიტიკური პარტიების ერთობლივი დეკლარაცია.
internet.ge