რუსეთის ფედერაციის
პრეზიდენტმა კიდევ ერთ ბრძანებას მოაწერა ხელი, შსს-ში საკადრო ცვლილებებთან
დაკავშირებით.
დოკუმენტის თანახმად,
პოლიციის გენერალ-მაიორი სერგეი ლებედევი შსს-ს არასახელმწიფო დაცვის მთავარი სამმართველოს
უფროსად დაინიშნა. გარდა ამისა, თანამდებობიდან გათავისუფლდა კიდევ ორი
მაღალჩინოსანი - შსს-ს სისხლის სამართლებრივი დევნის მთავარი სამმართველოს
ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი კრასილნიკოვი და ვოლგოგრადის მხარეში შსს-ს მთავარი
სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი საგამოძიებო განყოფილების უფროსი
ალექსანდრ მარტინოვი.
გუშინ გავრცელებული
ინფორმაციით, პუტინმა, ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდა შსს-ს მთავარი სამმართველოს
უფროსის მოადგილე და საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი, იუსტიციის
გენერალ-მაიორი ივან გლუხოვი. იგი ვლადიმირ მოროზოვმა ჩაანაცვლა. გარდა ამისა,
თანამდებობიდან მოიხსნა ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ხელმძღვანელი, პოლიციის
პოლკოვნიკი სერგეი აგეევი, ასევე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ორი
მოადგილე - იუსტიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრ რომანოვი და იუსტიციის პოლკოვნიკი
ალექსანდრ იაგოდინი.
Internet.ge