საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ის
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა, რომელიც რეგიონებში გადასანაწილებლად არის
მომზადებული.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მთავრობის დაპირება, ქვეყანაში
ტრაქტორების შემოყვანასთან დაკავშირებით, შესრულდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობამ სოფლის მოდერნიზაცია დაიწყო და
მას აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.
„ჩვენ ვასრულებთ ჩვენ დანაპირებს, ვთქვით, რომ საქართველოში
შემოვიყვანდით ასეულობით დამატებით ტრაქტორს და ეს ასეც მოხდა. იმ პირობებში კი,
რომ ზამთარი გრძელი და რთული იყო, სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო. საბოლოო ჯამში წელს,
საწვავის გაძვირების მიუხედავად, დამუშავება მეტად იაფი იქნება.
ჩვენი ამოცანაა, წელს
საქართველოში დამუშავდეს ბევრად
მეტი მიწა, მიუხედავად ყველაფრისა, ვიდრე დამუშავდა წინა წლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრად
მეტ ოჯახს უნდა
გაუჩნდეს შემოსავლის წყარო
და ნიშნავს იმას,
რომ ჩვენ მაღაზიებში უნდა იყიდებოდეს ქართული პროდუქცია და არა უცხოური. იმ პირობებში, რომ ჩვენ
სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან გავათავისუფლეთ, შევძლებთ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ტურისტების რაოდენობის გაზრდის ფონზეც და გარდა
ამისა, შევძლებთ ექსპორტის გაზრდას“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge