აშშ-ის პრეზიდენტმა
ბარაკ ობამამ დამატებითი ეკონომიკური სანქციები შემოიღო, რომლებიც ირანის
გაზ-ნავთობის სექტორსა და სხვადასხვა ფინანსურ კომპანიებს ეხება.
ახალი სანქცია მოიცავს
ირანული ნავთობქიმიური პროდუქტების „შეძენასა და მიღებას“. მანამდე მხოლოდ ნედლი
ნავთობის შეძენა იყო აკრძალული. სანქციები საფრთხეს უქმნის კომპანიებს, რომლებსაც
რაიმე სახის ბიზნესი აქვთ ირანის ნაციონალურ ნავთობის კომპანიასთან, კომპანია Naftiran
Intertrade-სთან, ირანის ცენტრალურ ბანკთან, და კომპანიებს, რომლებიც ირანს
ძვირფასი მეტალების ან ამერიკული დოლარების შეძენაში ეხმარებიან.
ობამას განცხადებით,
აშშ ირანის ბირთვული პრობლემის დიპლომატიურად გადაწყვეტის ერთგული რჩება, თუმცა
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა თეირანს ეკისრება.
დასავლეთის ქვეყნები
ეჭვობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნისკენ არის
მიმართული. ისინი არ უჯერებენ არაბული ქვეყნის ლიდერთა მტკიცებას, რომლებიც
საწინააღმდეგოზე მიუთითებენ.
Internet.ge