„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ
საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღად პირველი ოქტომბრის დასახელება ყველაზე
მეტად მმართველ გუნდს აწყობს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს გამყრელიძემ
განუცხადა.
„ჩვენ ვვარაუდობდით ამ თარიღს, რადგან ხელისუფლება ყველანაიარად
ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიისას მოსახლეობა დიდი ქალაქებიდან დასასვენებლად
იყოს გასული. რეალურად კამპანია 15 სექტემბერს უნდა დავიწყოთ. თუმცა ამის
მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ ვიტყვით“,- განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ორშაბათს, ანუ დღეს როდესაც არჩევნები ჩატარდება
„ახლების“ ლიდერი დადებითად აფასებს.
„ცივილიზებულ ქვეყვებში არჩევნები არასამუშაო დღეს არასდროს ტრადება,
რადგან ყველამ ვიცით, რომ ამომრჩეველი უქმეებზე პასიურია და ურჩევნია პიკნიკზე
გავიდეს“,- განმარტა ლიდრმა.
Internet.ge