ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის
განცხადებით, ამ დროისათვის არჩევნებისთვის, ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა
რეგისტრაცია, 27-ს კი, განაცხადი აქვს წარდგენილი.
ხარატიშვილის განცხადებით, წელს პირველად, პარლამენტისა და აჭარის
უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა.
„იმ პოლიტიკური გაერთიანებებს მიერ, რომელთაც არ ჰყავთ პარლამენტის წევრი, განცხადებების შემოტანა გუშინ დამთავრდა, ხოლო იმ პარტიამ რომელსაც ჰყავს
პარტიაში პარლამენტის წევრი, განაცხადი 5 აგვისტომდე უნდა შემოიტანოს. ასევე ამ
ვადებში უნდა წარადგინონ განცხადებები დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც“,- განაცხადა
ხარატიშვილმა.
Internet.ge