“ქუჩაში გამოსვლა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და შეიძლება ეს უფლებაც გამოვიყენოთ”,-
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ
ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ არჩევნები გაყალბდება „ქართული
ოცნება“ თავის ხმებს დაიცავს.
„ჩვენი
მიზანია, აბსოლუტურად მშვიდობიანად და დემოკრატიულად გავიმარჯვოთ არჩევნებში და არანაირი ექსცესი არ მოჰყვეს არჩევნებს. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებაც იგივეს ფიქრობს. თუ ეს ასე არ მოხდა, ქუჩაში გამოსვლა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და შეიძლება ეს უფლებაც გამოვიყენოთ, ამაზე ორი თვით ადრე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი”, –აცხადებს ფანჯიკიძე.
internet.ge