დავით ჯალაღანია: ეუთო საქართველოში როგორც ხანგრძლივ, ასევე მოკლევადიან დამკვირვებლებს გამოგზავნის
საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლების
გამოგზავნაზე
უკვე თანხმობა განაცხადა.
მისი
თქმით, როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი საქართველოში ეუთოს დამკვირვებლები ჩამოვლენ.
“ვიცით,
რომ ეუთო გამოაგზავნის, როგორც ხანგრძლივ, ასევე მოკლევადიან დამკვირვებლებს.
გვაქვს გამოხმაურება ევროპის საბჭოდან, ევროპარლამენტიდან,
ასევე რამდენიმე პარტნიორი ქვეყნიდან",
- განაცხადა
ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ,
რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით
2012 წლის
1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
internet.ge