პარლამენტის თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე დღეს, არჩევნების
1-ელ ოქტომბერს დანიშვნას გამოეხმაურა.
ბაქრაძის განმარტებით,
დანიშნულ ვადაში არჩევნების ჩატარება
არანაირ პრობლემას
არ წარმოადგენს.
მისი თქმით, არჩევნების ოქტომბრის
დასაწყისში ჩატარება
დიდი ხანია გაცხადებული იყო.
“1-ელი ოქტომბერი ვფიქრობ კარგი რიცხვია. ყველა პარტია მზად არის და ჩვენ დიდი ხანია გაცხადებული
გვაქვს, რომ არჩევნები ოქტომბრის
დასაწყისში იქნებოდა.
პარტიები მზად არიან და მე ვერანაირ
პრობლემას ვერ ვხედავ”,- განაცხადა ბაქრაძემ.
internet.ge