ცენტრალურ
საარჩევნო
კომისიაში
არჩევნების
დღის გამოცხადების შემდეგ პირველი სხდომა დღეს გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ
ცესკო საპარლამენტო
არჩევნებთან
დაკავშირებით
29 მილიონ
ლარს დახარჯავს.
დღესვე
გამოცხადდა
კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. განაცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობისთვის ორ დღეს გაგრძელდება.
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებისთვის,
ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია,
27-ს კი, განაცხადი აქვს წარდგენილი.
ხარატიშვილის
განცხადებით,
წელს პირველად, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა.
internet.ge