ოპოზიციონერი დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შეფასებით, “ქრისტიან
დემოკრატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ერთი პოლიტიკური გუნდის
ინტერესებს ერგება.
ცვლილების განხილვისას, საყოველთაო სახალხო კომისიის დღევანდელ
სხდომაზე, ცაგარეიშვილმა, „ქრისტიან დემოკრატებს“, ივანიშვილთან დაკავშირებით
გამოჩენილი „ზრუნვისთვის“ მადლობა გადაუხადა.
ცაგარეიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ივანიშვილის მოქალაქეობასთან
დაკავშირებით, ნახევარი მილიონი ქართველის სურვილი არ გაითვალისწინა.
„საინტერესოა ხელისუფლება ქრისტიან დემოკრატების იდეით მოიხიბლა, რომ
წინადადებებს იზიარებს? თანხვედრა რაში გამონახეს? და მაინტერესებს ამ საკითხთან
დაკავშირებით თქვენში იდეა როდის მომწიფდა“,- აღნიშნული კითხვებით ცაგარეიშვილმა
გიორგი თარგამაძეს მიმართა.
Internet.ge