საყოველთაო სახალხო განხილვის კომისის სხდომაზე დაძაბულობა „ქრისტიან
დემოკრატების“ წევრ ლევან ვეფხვაძესა და ჯონდი ბაღათურიას შორის შეიქმნა.
ბაღათურიამ კოლეგების მიერ მომზადებული პროექტი მკაცრად გააკრიტიკა და „ქრისტიან
დემოკრატებს“ მოუწოდა პროექტი უკან გაეწვიათ.
„მოდით ექსპერიმენტი ჩავატაროთ და „ქრისტიან დემოკრატებმა“ ეს პროექტი
გაიწვიეთ. ნახავთ, რომ ხელისუფლება ამ ინიციატივას ისევ წარადგენს. ნუ ცდილობთ
ხელისუფლებას პირი მობანაოთ“,- განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურიას ვეფხვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ცვლილებები
პოლიტიკურ პარტიებს სიკეთეს მოუტანს და არა პირიქით.
„რა გინდა, ბიძინა ივანიშვილს პროცესებში ჩართვის უფლება არ მიეცეს?
საარჩევნო გარემოს ეს ცვლილებები ჰაერივით სჭირდება და ხელისუფლებას თუ უნდა პირი
მოიბანოს“,-დასძინა ვეფხვაძემ.
Internet.ge