აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა დღეს, გაიმართება. სხდომაზე,
კომისია
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკს დაამტკიცებს.
როგორც ცნობილი გახდა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება, სადაც 21 დეპუტატის არჩევა მოხდება.
წელს, ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველს, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ორის ნაცვლად ოთხი ბიულეტენი გადაეცემა.
Internet.ge