აშშ-ის ჰელსინკის
კომისია, რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე
დაგეგმილი სამხედრო წვრთნები. კომისიის თავმჯდომარე კრის სმიტი კი, ამერიკის ხელისუფლებას ურჩევს, გააძლიეროს
ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
როგორც უსაფრთხოების და თანამშრომლობის
კომისიის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია
ნათქვამი, რუსეთი
წვრთნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებს,
ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული ქართული ტერიტორიებია,
რომლებიც რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული.
განცხადებაში, ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უხეშ ქმედებადაა
შეფასებული.
„რუსეთის მთავრობამ უნდა გააუქმოს წვრთნები. ის
ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ეუთოს
ჰელსინკის შეთანხმებითაა დაცული," – ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge